დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 18/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.77.090.016049 |
|
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/09/2022, 310150000.77.090.016009) დამტკიცებულ „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) კონტროლის განმახორციელებელი პირი – საკვალიფიკაციო ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც კონტროლს ახორციელებს თეორიული ტესტირების მიმდინარეობაზე; ლ) პერიოდული გადამზადება – კვალიფიკაციის სათანადო დონეზე შენარჩუნებისა და ამაღლების, ასევე პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით, მძღოლების სავალდებულო გადამზადება, რომელიც ტარდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. თეორიული ტესტირება 1. სააგენტო თავის უფლებამოსილებას, ტესტირების ორგანიზება/ჩატარების მიმართულებით, უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო ცენტრის (სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის საფუძველზე განსაზღვრული) უფლებამოსილი პირების მეშვეობით. 2. თეორიული ტესტირება ტარდება ელექტრონული სახით ან/და სხვა საშუალებით. ამასთან, პრაქტიკული დავალებების შედეგი აისახება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში. ხოლო, ტესტური დავალებების შედეგები – კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ, რომლებიც წარედგინება საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსს, სააგენტოში არსებული წესით. 3. ტესტირება ტარდება დაინტერესებული პირის მიერ სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომელთა სწავლებაც განხორციელდა სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში და აღნიშნულის თაობაზე არსებობს რეგისტრირებული მონაცემი. 4. ტესტური დავალებების შედეგი დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფორმით ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკულ დავალებებში ტესტირების შედეგი – სააგენტოს კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ საგამოცდო ოქმის საფუძველზე, სატელეფონო ან/და ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით. 5. თეორიულ ტესტირებაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა გულისხმობს თეორიული ტესტირების ჩაუბარებლობას. 6. დაინტერესებული პირის თეორიულ ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კონტროლის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით საკვალიფიკაციო ცენტრის ხელმძღვანელს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე. 7. თეორიული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაიაროს უფასო განმეორებითი თეორიული ტესტირება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, რის თაობაზეც დაინტერესებულ პირს ეცნობება წინასწარ. 8. უფასო განმეორებითი თეორიული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავიდან გაივლის სწავლებას და შესაბამის ტესტირებას.“. 3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პრაქტიკულ ტესტირებაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა გულისხმობს პრაქტიკული ტესტირების ჩაუბარებლობას. პრაქტიკულ ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან/და ჩაბარება/ჩაუბარებლობა აღინიშნება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში, რომელიც წარედგინება საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსს, რომელიც უზრუნველყოფს ოქმების დაარქივებას მათი შენახვის ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები