„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025114
222
17/06/2025
ვებგვერდი, 18/06/2025
470000000.10.003.025114
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2025 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ − პროგრამული კოდი:  27 03 03 06):

1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.მ) გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროგრამებით სარგებლობის უფლება ან 2025 წლის 1 ივლისიდან დაკარგეს ეს უფლება რეგისტრაციის ცვლილების გამო) − სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

დ.მ.ა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა;

დ.მ.ბ) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით:

დ.მ.ბ.ა) მედიკამენტის მიღება/ინფუზია/კანქვეშა ინექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი დღის სტაციონარის პირობებში;

დ.მ.ბ.ბ) დაავადების გამწვავების შემთხვევაში, დღის სტაციონარის პირობებში მეთილპრედნიზოლონით და ინფუზიით/მონიტორინგით უზრუნველყოფა;

დ.მ.ბ.გ) თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“  და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“ და „დ.მ.ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლისთვის დამატებითი პირობები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე