„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1091
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017576
1091
17/06/2025
ვებგვერდი, 17/06/2025
010240030.22.027.017576
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1091

2025 წლის 17ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს №925 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.027.017414) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟიორთა კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია