საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 712-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016123
712-IIმს-XIმპ
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
010190030.06.001.016123
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეიძლება ჰყავდეს 1-ზე მეტი თანაშემწე, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვა პარლამენტის წევრს (გარდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა, ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა, ფრაქციის თავმჯდომარისა და ოლქის დელეგატისა) − 1 თანაშემწე.“.

2. 147-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე:

ა) ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ბ) მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.“.

3. 163-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 190-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 208-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2025 წ.

N712-IIმს-XIმპ