“სიღატაკის მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის, დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 176/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 03/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.008.842
  • Word
176/ნ
28/06/2006
სსმ, 89, 03/07/2006
470.230.000.22.035.008.842
“სიღატაკის მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის, დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
“სიღატაკის მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის, დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმიფო სარეგისტრაციო კოდი       470.230.000.22.035.008.842

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება

№176/ნ

2006 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი

,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებით (სსმ 01.06.2005წ. №66 მუხ. 696) დამტკიცებულ ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებების და დამატებები:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები:

,,დ) ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა პერიოდული ვიზიტების საშუალებით, მონაცემთ ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში განხორციელებული ცვლილებ(ებ)ის აღმოჩენის მიზნით (ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა შესაძლოა ცვლილების შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან შერჩევითი პრინციპის გამოყენებით);

ე) ამ პროგრამასთან დაკავშირებული, სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სახვა ღონისძიებების განხორციელება.”

ბ) მე-4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის მომსახურების ხარჯი შეადგენს 2500.0 ათას ლარს.

                                                                                                                                                                   ათასი ლარი

1

მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განსაზღვრული მეთოდოლოგიის ფარგლებში, განმეორებითი ვიზიტები და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები

დაქირავებული სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება

1763.333

2

მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების განაცხადებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ტექნიკური დამუშავება და სიღატაკის ფორმულის გამოყენებით მონაცემთა ბაზაში რანჟირება.

მონაცემთა ბაზის ფორმირების ფარგლებში დაქირავებული ოპერატორებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება

320.0

3

კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გადასახადი

416.667

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი