დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.018678 |
|
„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.018331) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, ბაკალავრიატის აკრედიტებულ არანაკლებ 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, ხოლო არანაკლებ 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.“; ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ხანგრძლივობის ვადის ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას და ათვისებული აქვს არანაკლებ 120 კრედიტი, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში და არანაკლებ 180 კრედიტი, ბაკალავრიატის არანაკლებ 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები