ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 29/03/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000140
168
13/03/1991
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 29/03/1991
000000190.02(0).000.000140
ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №168

1991 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 26 თებერვლის № 118 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიას გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა კომპლექსი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობანი, სადაც განლაგდება თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებელი.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე             თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე