„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025099
207
13/06/2025
ვებგვერდი, 13/06/2025
010220020.10.003.025099
„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207 

2025 წლის 13 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2013, 010220020.10.003.017425) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური  პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე