დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიუანი ეროვნული გამოცდების ჩატარების" დებულებაშუ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შშესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 03/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.008.838 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.838
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №641
2006 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვე-პუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ,, საქართველოს კანონის 36-ე მუხ-ლისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2006 წლის 12 ივნისის №1141/06 წარდგინების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.“.
2. დებულების მე-2 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ,,ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში _ სარეგისტრაციო პუნქტი) _ ერ-თიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) აკრედიტებული სტუდენტი (შემდგომში _ სტუდენტი) სტუდენტი, რომელიც სწავლობს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა აკრედიტაცია ან სტუდენტი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვლება აკრედიტებულად, აგრეთვე სტუდენტი, რომლის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები ცნობილი იქნება საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;“;
გ) დაემატოს შემდეგი შინარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწე (შემდგომში _ ადმინისტრატორის თანაშემწე) _ პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას“;
დ) დაემატოს შემდეგი შინარსის ,,ბ2“ ქვეპუნქტი:
,,ბ2) გამოცდის კოორდინატორი (შემდგომში _ კოორდინატორი) _ პირი, რომელიც ასრულებს გამოც-დის ადმინისტრატორის მოადგილის უფლება მოვალეობას და კოორდინაციას უწევს საგამოცდო სექტორის მეთვალყურეთა მუშაობას;“;
ე) ამოღებულ იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი.
ვ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით ეროვნული გამოცდების ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;“;
ზ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) დამკვირვებლის რეგისტრაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მი-იღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;“;
თ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სწავლების ენა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქარ-თული, რუსული, ინგლისური და სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;“;
ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:
,,თ1) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში _ რესურსცენტრი) _ საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;“;
კ) დაემატოს შემდეგი შინარსის ,,თ2“ ქვეპუნქტი:
,,თ2) ლოგისტიკის ჯგუფი _ ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე;“;
ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1,, ქვეპუნტი:
,,ი1) რანჟირება აბსოლუტური ქულით _ ამ დებულებით დადგენილი წესით აბიტურიენტის მიერ ერ-თიან ეროვნული გამოცდაზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულის (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) შედეგად მოპოვებული ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში;“;
მ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი – ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;“;
ნ) ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში _ კურატორი) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;
ო) დაემატოს შემდეგი შინარსის ,,ო1,, ქვეპუნქტი:
,,ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში _ მეთვალყურე) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;
პ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის ,,რ1“ ქვეპუნქტი;
ჟ) ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი (შემდგომ _ რეგისტრატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;“;
რ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ1“ ქვეპუნქტი:
,,ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;“
3. დებულების მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;“.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში, შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც, თითოეულ საგანში, შეადგენს 30 ლარს.“.
5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის 51 პუნქტი:
,,51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა,, ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას, აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის მიღება ხდება რეგისტრაციის პროცესის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, განაცხადში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა, ვადა და თანხის მიღების ადგილი. განაცხადების მიღების დასრულებიდან თანხები გაიცემა განაცხადში მითითებულ ვადებში.“.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში, რომელიც აითვლება საპრეტენზიო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.“.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა- (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.“.
8. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებირივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.“
9. დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფს ადგილებს ფაკულტეტების მიხედვით, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ აღემატება ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის 10%.“.
10. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. უცხო ქვეყის მოქალაქეებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლების მიღება საქარ-თველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეუძლიათ მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, თუ გააჩნიათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება.“.
11. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქარ-თველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად.“
12. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული გამოცდების ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მო-ქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართ-ველოს ტერიტორიაზე, რაოდენობასა და სახელობით ნუსხას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე.“.
13. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
,,41. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების და ამ დებულების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით.“.
14. დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვ-რობენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არ გააჩნიათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება იმ ქვეყანაში, სადაც მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.“.
15. დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და უცხო ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული საერთო წესით.“.
16. დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას გამოიყენება ის წესი, რომელსაც აირჩევს ასეთი პირი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დადგენილი წესით ჩარიცხვის წესის არჩევის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დადგენილი წესი.“.
17. ამოღებულ იქნეს დებულების მე-7 მუხლი.
18. დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღ-ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრს ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.
19. ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.
20. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი:
,,41. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აბიტურიენტებს კონკურსის შედეგად ექნებათ თანაბარი ქულები, ჩარიცხვა განხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების ჯამის მიხედვით.“.
21. დებულების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესასვსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:
ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;
გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;
დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ე) იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ადრე ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სურს თუ არა შეინახოს ადრე მიღებული შეფასება რომელიმე საგანში;
ვ) იმ ფაკულტეტის/ფაკულტეტების (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების /დაწესებულებების მითითებით;
ზ) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ექსტერნები უნდა დარეგისტრირდნენ რესურსცენტრში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ სწავლობენ.
4. სარეგისტრაციო განცხადების შევსება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსე-ბისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
6. შევსებული განცხადებები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.
7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.
მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტაკითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
ი) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
კ) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფში ხდება მონაცემთა კომპიუტე-რული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მი-ენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომელზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.“.
22. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) საბანკო ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით, ან დაბადების მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
დ) საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ან ცნობა გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რესურსცენტრიდან იმის შესახებ, რომ პირი დარეგისტრირებული არის ექსტერნად;
ე) ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად, უმაღლესი განათ-ლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელითაც დასტურ-დება, რომ პირი სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიი-ღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
3. აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირების შემდეგ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში – საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
4. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცის/გამოცდების ჩატარების თარიღები, დაწყების დრო.
5. საგამოცდო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება ამონაბეჭდი იმ ფაკულტეტის/ფაკულტე-ტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება.
6. იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც რეგისტრაციისათვის დადგენილ პერიოდში საზღვარგარეთ სწავლის, დროებითი ქმედუუნარობის თუ ოჯახური მდგომარეობის (ოჯახის წევრის გარდაცვალება), დაუძლეველი ძალისა ან ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას დროულად გაეკეთებინათ განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ, ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიხსნება სარეგისტრაციო პუნქტი ქალაქ თბილისში. ამ პუნქტში მოყვანილი გარემოებები აბიტურიენტის მიერ დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტალურად.“.
23. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. ვადები
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.“.
24. დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;“.
25. დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა.“.
26. დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.“.
27. დებულების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.“.
28. დებულების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.“.
29. დებულების მე-14 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,81. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავა-ლებათა რვეულზე თანდართული სამუშაო ფურცელი, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში ტესტურ დავალებათა რვეულთან ერთად. ტესტური დავალებათა რვეული და სამუშაო ფურცელი საგამოცდო ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.“.
30. დებულების მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
,,ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
ბ.ბ) საგამოცდო ბარათი“;
,,გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპე-ციალურ უწყისში;“.
31. დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის _ სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა გამოყენება;“.
,,გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა)- ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;“.
32. დებულების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტუ-რიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ეროვ-ნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.“.
33. დებულების მე-14 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.“.
34. დებულების მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურა-ტორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.“.
35. დებულების მე-14 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრში.“.
36. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 15. პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ საგამოცდო პროცესს
1. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) ადმინისტრატორი;
გ) კოორდინატორი;
დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
ე) კურატორი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი.
2. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ადმინისტრატორი, კოორდინატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კურატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი და რეგისტრატორი არ შეიძლება დანიშნული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდას აბარებს მისი ნათესავი აბიტურიენტი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს და დამკვირვებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.“.
37. დებულების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება ეროვნული გამოცდების ცენტრში.“.
38. დებულების მე-16 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებულია განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის გრაფიკულ გამოსახულებას (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.“.
39. დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება რესურსცენტრებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. რესურსცენტრებში აგრეთვე გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები. ამასთან, ზემოაღნიშნულ ვადაში საგამოცდო ცენტრების მეშვეობით ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აბიტურიენტების მიერ შევსებული პასუხების ფურცლების ასლების გაცემას. პასუხების ფურცლის ასლის მისაღებად საჭიროა აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შევსებული წერილობითი მოთხოვნა.“.
40. დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულა ექნება და შესაბამის წელს მოიპოვებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებას.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეზე ჩასარიცხად არჩევითი გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ;
ბ) იმ პირებზე, რომელთაც მოიპოვეს შესაბამისი ქულა ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.“.
41. დებულების მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.“.
42. დებულების მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.“.
43. დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.“.
44. დებულების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის და რომლებზეც ამ დებულებით დადგენილი წესით არ იქნებიან ჩარიცხულნი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე.“.
45. დებულების მე-19 მუხლს დაემტოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ეროვნული გამოცდების ცენტრის შუამდგომლობით იღებს გა-დაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ეროვნული გამოცდების ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის _ საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს (შემდგომში _ აკრედიტაციის სამსახური). აკრედიტაციის სამსახური ეროვნული გამოცდების ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთ-ხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.“.
46. დებულების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. აბიტურიენტს შეუძლია მის მიერ მოპოვებული გამოცდის/გამოცდების ქულები გამოიყენოს მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. აბიტურიენტების რანჟირება ხორციელდება ყოველ წელიწადს დამოუკიდებლად იმ წლის კონკურსის გათვალისწინებით.
3. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები როგორც ცალკეულ, ასევე ყველა საგანში. ამ შემთ-ხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მეორე გამოცდებისას მიღებული შეფასება (შეფასებები), იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი უფრო დაბალია ვიდრე წინა წელს მიღწეული შედეგები.
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, მისი ჩარიცხვა განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისათვის მისაღები კონტინგენტის ფარგლებში და ის სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლამდე.
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, ან იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, მისი ჩარიცხვა განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისათვის მისაღები კონტინგენტის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმის განსასაზღვრად, თუ რა ეტაპიდან განაგრძობს სწავლას სტუდენტი, გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის თაობაზე წერილობითი მოტივირებული დასკვნის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტი მისი სურვილისამებრ გამოიყენოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ის სწავლობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განმეორებით ჩაბარებამდე, ან რომელშიც ის ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გასვლის შემდგომ.“.
47. დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის რესურსცენტრში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა გამოცდა. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რესურსცენტრში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე რესურსცენტრის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.
48. დებულების 21-ე მუხლის 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადას-ტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება რესურსცენტრში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
49. დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფში, სადაც ისინი დახარისხდება საგნების მიხედვით და დაიგზავნება შესაბამის საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში.“.
50. დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგ-ნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით. კომისიის წევრი იხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ რესურსცენტრში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 25 დღისა.“
51. დებულების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბი-ტურიენტებს ეგზავნებათ წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესა-ბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება რესურსცენტრებში და/ან საგამოცდო ცენტრებში საჯარო სტენდზე გაკვრით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.“.
52. დებულების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერცერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი.“.
53. დებულების 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამატკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.“.
54. დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იგზავნება გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.“.
55. დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად.“.
56. დებულებას დაემატოს 221 მუხლი:
,,მუხლი 221. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით შესაძლებელია განხორციელდეს სწავლების მეორე წლიდან კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოცებიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
2. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით, რაც აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რექტორის ერთიან აქტში, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
4. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სურთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა გადაყვანის წესით, აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას, ამ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
ა) არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.“.
57. დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების ცენტრის შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის შემთხვევაში, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმის განსასაზღვრად, თუ რა ეტაპიდან განაგრძობს სწავლას სტუდენტი, გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის თაობაზე წერილობითი მოტივირებული დასკვნის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
4. ამ დებულების 221 მუხლით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული იმ პირების ჩარიცხვა/აღდგენა უმაღ-ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არა უმეტეს 3 წლის წინ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად.
5. 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში არ არის ძალაში მომდევნო წლებისათვის. აბიტურიენტი, რომელსაც 2005 წელს ჩაბარებული აქვს გამოცდა ქარ-თულ ენასა და ლიტერატურაში, 2006 წელს თავისუფლდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებისათვის.
6. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასური ამოქმედებულად ჩაითვალოს 2006 წლის 1 იანვრიდან.
7. აბიტურიენტი, რომელმაც 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ვერ ჩაირიცხა მის მიერ ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ ვერცერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილი არის გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე. ამ სტუდენტზე ვრცელდება ამ დებულების მე-20 მუხლის მე-4-6 პუნქტები.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. დიდებულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები