„ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 18 აგვისტოს №2-670 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016906
2-354
19/06/2025
ვებგვერდი, 20/06/2025
340050000.22.023.016906
„ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 18 აგვისტოს №2-670 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-354

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 18 აგვისტოს №2-670 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1

„ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 18 აგვისტოს №2-670 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 340050000.22.023.016829) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის“:

1. მე-7 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მევენახის მიერ, სააგენტოსათვის ვაზის ჯიშის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების ან/და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შესახებ განცხადების წარუდგენლობის  შემთხვევაში, საველე შემოწმებისას ან/და ორთოფოტოზე შესაბამისი ცვლილების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გააუქმოს ვენახის ნაკვეთის რეგისტრაცია.“.

2. მე-8 მუხლის   მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვენახების ერთიანი კადასტრის მონაცემთა ბაზის წარმოების დროს შექმნილი მატერიალური დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მევენახისა და ვენახების რეგისტრაციასთან, შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ, სააგენტოში ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი