“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 30/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/1899
სარეგისტრაციო კოდი 200.240.000.22.033.008.836
  • Word
716
29/06/2006
სსმ, 88, 30/06/2006
200.240.000.22.033.008.836
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.240.000.22.033.008.836

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №716

2006 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახაო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №141, მუხლი 1273) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებით გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე“.

ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:

,,ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერების გაცემა“.

მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ინსპექციამ განახორციელოს 2006 წლის 1 სექტემბრიდან და, შესაბამისად, დებულების სათანადო ნორმები ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის პირველი

მოადგილე                  ლ. გოცირიძე