დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016621 |
|
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016333) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ე.ლ" ქვეპუნქტი: ,,ე.ლ) ახორციელებს მერიის სერვისების მომხმარებელთა უკუკავშირის მართვას.’’; ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცია, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე წინადადებების შემუშავება, მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა;“; გ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის საკითხებზე’’; დ) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები