დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 715 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 30/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.008.835 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.835
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №715
2006 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №35, მუხლი 293) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე“.
ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერების გაცემა“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ინსპექციამ განახორციელოს 2006 წლის 1 სექტემბრიდან და, შესაბამისად, დებულების სათანადო ნორმები ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის პირველი
მოადგილე ლ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები