„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 665-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.018133
665-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 12/06/2025
110060000.04.001.018133
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) მე-16 მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს. საპროკურორო საბჭოს წევრს უფლება აქვს, დაასახელოს გენერალური პროკურორობის მხოლოდ 1 კანდიდატი.
5. გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება. კენჭისყრა ღიაა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, კენჭი ხელახლა ეყრება. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. თუ 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი, საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საპროკურორო საბჭო მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს.“.

მუხლი 2. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილება ვადამდე შეწყდა და საპროკურორო საბჭოს საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი არ წარუდგენია, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4−მე-6 პუნქტების შესაბამისად, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის ახალ პროცესს იწყებს ამ კანონის ამოქმედების მომდევნო დღიდან.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N665-IIმს-XIმპ