გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 680-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.102647
680-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
360160000.05.001.102647
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. II დანართის:

ა) 2.2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში 100 000 მ​3-ზე მეტია (გარდა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა);“;

ბ) 3.2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. საწარმოო დანადგარი ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოებისთვის (გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ორთქლისა და ცხელი წყლის დანადგარისა), როდესაც განაშენიანების ფართობი 0.5 ჰექტარზე მეტია, ხოლო მათი გამომუშავება 50 მეგავატს აღემატება;“;

გ) 3.5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.5. 100 მ3 ან 100 მ3-ზე მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი წყალბადის, თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;“.   

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N680-IIმს-XIმპ