„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 672-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.102656
672-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
260000000.05.001.102656
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხეტყის დამზადებას, ვალდებული არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელთა ოდენობაც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N672-IIმს-XIმპ