დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 628 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 30/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.22.027.008.832 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.008.832
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №628
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანებაში (სსმ III, 04.04.2006, №45, მუხლი 511) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით აკრძალულია საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნა ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით, კვების ულუფისათვის განკუთვნილი თანხის ნორმა თითოეულ პატიმარზე (მსჯავრდებულზე) განისაზღვროს თვეში 50 ლარის ოდენობით“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები