“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 30/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.826
  • Word
629
20/06/2006
სსმ, 88, 30/06/2006
040.030.010.22.022.008.826
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.826

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №629

2006 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 17 იანვრის 30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.    „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის 30 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში (სსმ III, 23.01.06, 8, მუხლი 77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში თითოეულ საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში – თითოეული საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე თანაბარი რაოდენობის მშობელი.;

ბ) დებულების მე-11 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის წევრებს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.;

გ) დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია