ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/7/1807
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/06/2025
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.017020
1/7/1807
04/06/2025
ვებგვერდი, 11/06/2025
000000000.00.000.017020
ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/7/1807 

2025 წლის 4 ივნისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილისხდომის თავმჯდომარე ;

ევა გოცირიძეწევრი ;

გიორგი თევდორაშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან და 31- მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით ; ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით .

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1807) მომართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ბარიშ ინანმა . №1807 კონსტიტუციური სარჩელი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2024 წლის 15 იანვარს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 4 ივნისს .

2. №1807 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 31- მუხლი , 311 მუხლი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია , ესე იგი უკანონო ან /და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა , ქონების შეძენა , ფლობა , კონვერსია , გადაცემა ან სხვა მოქმედება ) მისი უკანონო ან /და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან /და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით , აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების , წარმოშობის წყაროს , ადგილმდებარეობის , განთავსების , მოძრაობის , მასზე საკუთრების ან /და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე . ამავე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილი განსაზღვრავს ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელი ქონების ცნებას . კერძოდ , „ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება , აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი , აქციები (წილი ), რომლის /რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს , მისი ოჯახის წევრს , ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით “.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას , ხოლო 31- მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად , „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს .“

5. №1807 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია , რომ მოსარჩელე ბარიშ ინანს , 2022 წლის პირველი დეკემბრის დადგენილებით , ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის მე -3 ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში . ბრალდების შესახებ დადგენილებიდან იკვეთება , რომ მოსარჩელეს საქართველოს პროკურატურა ედავება დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემას , რითაც შესაძლებელი გახდა არალეგალურად მიღებული შემოსავლის კანონიერად გამოყენება . თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის №1/195-23 განაჩენით , მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში .

6. მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალური ბუნების ორგანიზებული დანაშაულია და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად , განიმარტება , როგორც დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონებისათვის ლეგალური სახის მიცემა . შესაბამისად , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს წინასწარი , პრედიკატი დანაშაულის არსებობას , რომლის შედეგადაც ხდება არალეგალური ქონების მოპოვება და შემდგომი ლეგალიზაცია .

7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოთა წინააღმდეგობრივ პრაქტიკაზე და აღნიშნავს , რომ პირს , სადავო რეგულაციის ფარგლებში , პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინაც , როდესაც არ დასტურდება სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა , კერძოდ კი , პირის მიერ პრედიკატი დანაშაულის ჩადენა . ნორმის ამგვარი განმარტება , მოსარჩელე მხარის მოსაზრებით , მის წინააღმდეგ მიმდინარე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მაგალითზეც დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ იკვეთება ის პრედიკატი დანაშაული , რომლის შედეგადაც , მოსარჩელემ , სავარაუდოდ , დაუსაბუთებელი ქონება მიიღო . ამავდროულად , თბილისის საქალაქო სასამართლომ , მიღებული განაჩენით , მოსარჩელე მიიჩნია დამნაშავედ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში , პრედიკატ დანაშაულზე მითითების გარეშე .

8. ამდენად , მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას , პრედიკატი დანაშაულის არარსებობის შემთხვევაში . მისი განმარტებით , გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით , ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანის თავისუფლების დაცულობის უფლება , ვინაიდან იგი უშვებს პირის თავისუფლების აღკვეთას იმ ქმედებისთვის , რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის მიზნებისთვის (ვერ აკმაყოფილებს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის კრიტერიუმებს ).

9. მოსარჩელე მხარე ამავდროულად მიუთითებს , რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმიდან ცხადად გამომდინარეობს , რომ ის ითვალისწინებს , უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე , მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას . კერძოდ , ბრალდებულია ვალდებული , ამტკიცოს , რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება კანონიერი საშუალებებით არის მოპოვებული . წინააღმდეგ შემთხვევაში , იგი მიიჩნევა დაუსაბუთებელ ქონებად , რაც გამოიწვევს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში , სიტყვებიდაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა “, ასევე მიუთითებს იმაზე , რომ კრიმინალიზებულია ქმედება , რომელიც გულისხმობს ბრალდებულის მიერ ისეთი ქონების ფლობას , რომლის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია . ამდენად , მოსარჩელეს , საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით , არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომლითაც დაუსაბუთებელი ქონების არსებობის /არარსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს .

10. მოსარჩელე მხარე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე .

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს “. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად .

2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას , პრედიკატული დანაშაულის არარსებობის შემთხვევაში .

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , „პასუხისმგებლობის დამდგენმა ნორმამ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ამა თუ იმ ქმედების არასწორად კრიმინალიზების , აგრეთვე არასათანადო (აშკარად არაპროპორციული ) სასჯელის განსაზღვრის გამო . ამავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკით , ისიც ნათლად არის დადგენილი , რომ , როგორც წესი , სისხლის სამართლის კანონით ამა თუ იმ ქმედების განხორციელების , კონკრეტული ქცევის აკრძალვა (დისპოზიცია ) და სანქცია განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-18). შესაბამისად , აუცილებელია , მოსარჩელე მხარემ სწორად წარმოაჩინოს კონკრეტული ქცევის აკრძალვითა და სანქციით გამოწვეული შეზღუდვის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან .

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია , ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას , რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-19). მაგალითად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულად /ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება , ვინაიდან მიიჩნია , რომ ამგვარი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა დაცულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით (საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლი ), ხოლო მისი მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება ამ უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებასაქართველოს მოქალაქეებიზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). გარდა ამისა , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ , შეკრების უფლებასთან მიმართებით , არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა , რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას სასამართლო შენობიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისათვის (მანიფესტაციისათვის ) (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზემოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეებიზვიად ძიძიგური და კახა კუკავა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი , საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). ამდენად , პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმის დისპოზიციის საფუძველზე , ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის დადგენისათვის , უნდა წარმოჩნდეს , რომ სადავო ნორმა კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის ცალკეული უფლებით დაცული რომელიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობას .

5. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია განსაზღვრავს როგორც ცალკეული დანაშაულის შემადგენლობას , აგრეთვე ამავე დანაშაულისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლით , საკანონმდებლო ორგანოს მიერ , სისხლის სამართლის წესით , დასჯადად არის გამოცხადებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება ). აღსანიშნავია , რომ სადავო ნორმის დისპოზიციით აკრძალული ქმედება ეკონომიკური , ქონებრივი ხასიათისაა . სადავო ნორმა არ აწესებს სასჯელს ისეთი ქმედების განხორციელებისათვის , რომელიც , პოტენციურად , შესაძლოა , კავშირში იყოს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების რეალიზებასთან . შესაბამისად , ნათელია , რომ სადავო ნორმის დისპოზიცია არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას .

6. ამავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , კონკრეტული სანქციის /სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლით , რომლის მე -2 პუნქტი გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერარაადამიანური ან დამამცირებელისასჯელის გამოყენების შესაძლებლობას . როგორც წესი , სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლი განსაზღვრავს , საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის , სასჯელის /სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს . შესაბამისად , სადავო ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სასჯელად გამოყენებას არ გააჩნია თავისთავადი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლთან .

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ბუნებრივია , თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელები , გვერდითი ეფექტის სახით , შესაძლოა , ზემოქმედებას ახდენდეს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე , რამდენადაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შეფარდება გულისხმობს ადამიანისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას , სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებას გარკვეული ვადით და შესაბამისი შეზღუდვების დადგენას , რაც გამომდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებიდან . მაგალითისთვის , პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებულ პირს ეზღუდება გადაადგილება , კონტაქტი გარესამყაროსთან , მათ შორის , ოჯახის წევრებთან , წვდომა გარკვეული ტიპის , სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ საგნებზე და . ., თუმცა , აღნიშნული a priori არ ხდის სადავო ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლთან შეფასებადს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-26).

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

9. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით . მხარის განმარტებით , არაკონსტიტუციურია სადავო დებულებების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ბრალდებულს აკისრებს ქონების კანონიერი წარმომავლობის მტკიცების ტვირთს .

10. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად , არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს . აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საპროცესო გარანტიას , რომლის თანახმადაც , სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს . მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგულაცია , თავისი შინაარსით , წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამდგენ მატერიალურ ნორმას . იგი ადგენს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და , ამავდროულად , განმარტავს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ერთ -ერთ კომპონენტს  – დაუსაბუთებელი ქონების ცნებას . სადავო რეგულაციის საფუძველზე , დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის კრიმინალიზაცია , თავისი არსით , მატერიალური რეგულირებაა და არა საპროცესო წესი . ამასთან , მოსარჩელის მიერ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ნათლად იკვეთება , რომ მისთვის პრობლემურია ისეთი ქმედების კრიმინალიზება , რომელიც გულისხმობს ბრალდებულის მიერ იმგვარი ქონების ფლობას , რომლის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია . უფრო მეტიც , სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება მთლიანად შეეხება იმის მტკიცებას , რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის საფუძველზე , ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი უნდა იყოს პრედიკატი დანაშაულის არსებობა , სასამართლო კი პირს პასუხისმგებლობას მაშინაც აკისრებს , როდესაც არ დასტურდება პრედიკატი დანაშაულის არსებობა . მაშასადამე , მოსარჩელის არგუმენტაციიდან ცხადი ხდება , რომ პირის მიერ ქონების კანონიერი წარმომავლობის ფაქტის დადასტურება საერთოდ არ უნდა იყოს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება და იგი სადავო ნორმის საფუძველზე , არ უნდა ისჯებოდეს იმის გამო , რომ ვერ წარმოადგინა ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები . მოსარჩელის პოზიციით , ხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე , პირის დასჯა და შემოსავლის დაუსაბუთებელ ქონებად კვალიფიცირება კონსტიტუციური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დადგინდება , რომ აღნიშნული ქონება უკანონოდ , დანაშაულის შედეგად არის მოპოვებული და არა მაშინ , როდესაც პირმა მის საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობა ვერ დაადასტურა . შესაბამისად , მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართება დანაშაულის დამდგენი მატერიალური ნორმის დისპოზიციას - დანაშაულის შემადგენლობას და მის ცალკეულ ელემენტს . ამგვარ არგუმენტაციას შეიძლება მიმართება ჰქონდეს კონსტიტუციის იმ დებულებასთან , რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა . შესაბამისად , სადავო ნორმას საერთოდ არ აქვს შემხებლობა , სისხლის სამართალწარმოებისას , მტკიცების ტვირთვის განაწილების საკითხთან . შესაბამისად , მოცემულ შემთხვევაში , დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -6 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის .

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1807 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები .

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის მე -2 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1807 კონსტიტუციური სარჩელი („ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე