დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივლისის №271 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
„სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივლისის №271 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:
1. „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივლისის №271 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220410623) ლიკვიდატორად დაინიშნოს – როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).“. 2. „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივლისის №271 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე. არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი – მ.შ. მერაბ შალიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები