„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.025093
201
09/06/2025
ვებგვერდი, 11/06/2025
330110000.10.003.025093
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2025 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, №154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“:

1. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები, აბონენტის ნომრის სიგრძე და ნუმერაციის რესურსი

არაგეოგრაფიული ზონის კოდები (NDC)

კოდების რაოდენობა

აბონენტის ნომრის სიგრძე (SN)

ნუმერაციის რესურსის დანიშნულება

1

200-299

100

XX XXXX

რეზერვი

2

500-599

100

XX XXXX

ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის

3

600-699

100

XX XXXX

რეზერვი

4

700

1

XX XXXX

პერსონალური ნომრებით მომსახურებისათვის

5

701-705

5

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობისათვის

6

706-707

2

XX XXXX

VOIP – ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის

7

708-729

2 2

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობისათვის

8

730-739

10

ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის

9

740 X-759 X

20

ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის

10

760-779

20

ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის

11

780-799

20

XX XXXX

უსადენო შეღწევის სისტემის ქსელებით, მათ შორის, ფიჭური პრინციპით მომუშავე ქსელებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისა და ამ ქსელებში აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის

 

12

800

1

XX XXXX

ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის

801

1

XX XXXX

ინტელექტუალური ქსელებით განაწილებული ხარჯებით მომსახურებისათვის

802-899

98

XX XXXX

ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის

13

900-909

10

XX XXXX

დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის

910-999

90

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობისათვის.“.

 

2. დანართ №3-ის:   

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

 

ორგანოების დასახელება

მოკლე ნომრები

საქართველოს პარლამენტი

141

საქართველოს მთავრობა

151

საქართველოს სამინისტროები

1400-1409, 1500-1509

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ნომერი, რომელიც დროებით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მოქალაქეთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედებისთვის

144

აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) ა/რ-ის უმაღლესი საბჭო  

1421

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო

1422

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

 ა/რ-ების მთავრობები

143

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) 

ა/რ-ების სამინისტროები

1450-1459

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები

146

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

1471

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

1472

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ − იუსტიციის სახლი

1474

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზი

1522

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

1551

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

სსიპ – შემოსავლების სამსახური

1555; (1552-1554,

1556-1559 გაფორმების ეკონომიკური ზონები)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

1420

სსიპ – საპენსიო სააგენტო

1480

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

1481

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1482

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

1483

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

1499

სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

1520

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში

1525

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1545

სსიპ − ანტიკორუფციული ბიურო

1570

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული

სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური

1575

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი

1272

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

1484

სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური

1485

საქართველოს მთავრობის რეზერვი

1423-1429, 1486-1489, 1490-1498,  1521,

1523-1524, 1526-1529, 1540-1544, 1546-1549, 156, 1571-1574, 

 1576-1579, 158-159.“. 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე