„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 23/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025090
198
09/06/2025
ვებგვერდი, 11/06/2025
010240030.10.003.025090
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №198

2025 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი;“.

2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91. ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი

ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაცია და ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული პროექტის თითოეულ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა, ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგი;

ბ) ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივების, დაგეგმარების, შეფასებისა და სათანადო დოკუმენტაციის განხილვასა და შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისგან, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისა და სხვა კომპეტენტური უწყებებისგან, უფლებამოსილებების შესრულების მიზნით, საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა და ანალიზი;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ვ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შემოწმება, ანალიზი და შეფასება, მათ შორის, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადება და მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

თ) დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ი) მომზადებული დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 23 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე