„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016760
17
06/06/2025
ვებგვერდი, 10/06/2025
010250050.35.105.016760
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 6 ივნისი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის  №21 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 07/07/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016636) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

ა) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება.“;

ბ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი  რედაქციით:

„6. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 6 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია