დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018670 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №56/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 17/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018164):
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის თანდართული დებულება.“. 3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულება“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მეცნიერების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“; გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა; ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა; დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა; ვ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა; თ) მეცნიერებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში მონაწილეობის მხარდაჭერა (ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩათვლით); ი) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა; კ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით; ლ) საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში; მ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დიასპორის ჩართულობა; ნ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა; ო) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა; ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა; პ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება; ჟ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება; რ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაცია და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ტ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო; ბ) სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის და პოპულარიზაციის სამმართველო; გ) ქართველოლოგიის სამმართველო.“; ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და მათი განხორციელების მხარდაჭერა; ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა; დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა; ვ) სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა; თ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“; ვ) მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101 1. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის და პოპულარიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა; ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდამჭერი პროგრამების წახალისების მხარდაჭერა; გ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა; დ) მეცნიერების და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა; ე) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით; ვ) საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში; ზ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროცესში ჩართულობა; თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს ხელშეწყობა ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელებაში; ი) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის და პოპულარიზაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“; ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. ქართველოლოგიის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა; ბ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; გ) დიასპორის ჩართულობის მხარდაჭერა, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; დ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა; ე) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა. ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა; ვ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება; ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება; თ) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ქართველოლოგიის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 8 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები