დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.102.016235 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/12/2024; 010250050.35.102.016228) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე- 9 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბენეფიციარის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ; ვ) ამონაწერი (თუ უფლებამოსილ პირად მითითებულია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი) / ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარი მიეკუთვნება სიღარიბის ზღვარს ქემოთ მყოფ პირთა (რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია) კატეგორიას.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ პირი სამხედრო დავალების დროს დაიღუპა ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი) ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში)“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები