„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.149.016556
9
06/06/2025
ვებგვერდი, 09/06/2025
010250040.35.149.016556
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2025 წლის 6 ივნისი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2017, 010250040.35.149.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 137. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის კასპის  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს

1. კასპის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის კასპის  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში საბჭო), რომელიც არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.

3. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე.

4.  საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება;

ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა;

გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;

დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ, ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;

ვ) საკრებულოს და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით;

ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;

თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ.

5. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგაწიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესახამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში.

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი