„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016461
15
06/06/2025
ვებგვერდი, 09/06/2025
010250020.35.129.016461
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2025 წლის 6 ივნისი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ 51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა თვეში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ქირით უზრუნველყოფა განხორციელდეს არსებული კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრამდე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ლაბაძე