„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016457
11
06/06/2025
ვებგვერდი, 09/06/2025
010250020.35.129.016457
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2025 წლის 6 ივნისი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  და  მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2017; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016239) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი და საკადრო საკითხები, აგრეთვე მერიის საზოგადოებათან ურთიერთობის უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების საკითხების განხილვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ლაბაძე