დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამმართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვიტარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარენმოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 28/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.023.008.820 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.820
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №500
2006 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მათი შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულებაში (სსმ III, 08.05.2006, №63) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები:
ზ) დირექტორი, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
თ) დირექტორის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ან/და მასზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შესრულების შეუძლებლობისას, მის უფლებამოსილებას ასრულებს მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელიც უნდა იყოს სააგენტოს თანამშრომელი. აღნიშნულის თაობაზე დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები