„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 605-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.102637
605-IIმს-XIმპ
10/06/2025
ვებგვერდი, 12/06/2025
300280000.05.001.102637
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის  მიერ  წარმოებული  და ელექტროენერგიის  გამანაწილებელ  ქსელში  მიწოდებული ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ამ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური, ან ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურს და მათი გადახდის პირობებს, ადგენს კომისია. კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური და ადმინისტრაციული მოთხოვნები, პროცედურები და საფასურები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. ამასთანავე, საბოლოო მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს ქსელის ისეთი გადასახადი, რომელიც არ ასახავს ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების ხარჯებს.“.

2. 1651 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2027 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომენტისთვის მოქმედი პირობებით − წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვისგან და ამის შედეგად ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან გათავისუფლებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, კომისია უფლებამოსილია დაუშვას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 2027 წლის 1 იანვრამდე შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:

ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს;

ბ) წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს კომისიის მიერ დადგენილი წესით.“.

მუხლი  2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2025 წ.

N605-IIმს-XIმპ