დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016716 |
26
05/06/2025
ვებგვერდი, 09/06/2025
010250020.35.143.016716
ხაშურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ხაშურის მუნიციპალიტეტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ2“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
წინამდებარე დადგენილების დანართის შესაბამისად, განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურის განთავსება და ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურის განთავსება და ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
|
1. ქვიშხეთი
2. ცხრამუხა 3. ოსიაური 4. ხცისი 5. წრომი 6. ხალები 7. გომი 8. ალი 9. ფლევი 10. წაღვლი 11. ცოცხნარა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები