დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პროვატიზების წესის შესაებ დებულებაშუ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 28/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.22.024.008.815 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.008.815
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/537
2006 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების (სსმ III, 27.09.2005, №113, მუხ 1249):
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკის ხელშეკრულება ძალაშია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან და იპოთეკის ხელშეკრულება მისი დადებიდან წარდგენილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ 15 სამუშაო დღის ვადაში.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით დადებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.“.
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საიჯარო მიწის ნაკვეთის ნაწილის პრივატიზება დაუშვებელია, თუ საიჯარო მიწის ფართობი შედგება რამდენიმე ერთმანეთისაგან სივრცობრივად/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთებისაგან. მაშინ მოიჯარეს უფლება აქვს გამოისყიდოს მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). საიჯარო მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას, დარჩენილი საიჯარო მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე), მათი ღია აუქციონზე პრივატიზების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით უქმდება საიჯარო ხელშეკრულება. საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების წესი არ ეხება იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება.“.
4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
,,მუხლი 31.
1. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით მისი განკარვის შემთხვევაში საპრივატიზებო ფასი, მისი ხარისხის (კარგი/მწირი) გათვალისწინებით, შეადგენს გამოსყიდვის თაობაზე განცხადების წარდგენის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსე-ბული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ საპრივატიზებო ფასი მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ მათ საწყის ფასსაც.
2. კონკრეტული საიჯარო მიწის ნაკვეთის ხარისხი დგინდება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ თუ საიჯარო ხელშეკრულებაში მიწის ხარისხი აღნიშნული არ არის ან 2005 წლის 1 იანვრამდე დადებულ საიჯარო ხელშეკრულებაში ხარისხად აღნიშნულია ,,საშუალო ხარისხი“, მაშინ ტერიტორიული ორგანო მიწის ნაკვეთის ხარისხს ადგენს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 1 იანვრიდან არსებული მიწის ხარისხობრივი მაჩვენებლის საფუძველზე.“.
5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა. საიჯარო ხელშეკრულება თანდართული ექსპლიკაციის გეგმით ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები. საიჯარო ხელშეკრულების სხვა დანართების წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი;“.
6. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მოიჯარეს უფლება აქვს რამდენიმე საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოითხოვოს ერთი განაცხადით და შესაბამისად განაცხადს დაურთოს წარსადგენი დოკუმენტაციის ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების ერთი ეგზემპლარი.“.
7. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ტერიტორიული ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დოკუმენტაცია სრულად არის თუ არა წარმოდგენილი. თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, ტერიტორიული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც მან დამატებით უნდა წარადგინოს წარუდგენელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.“
8. მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. მოიჯარის მიერ განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში ტერიტორიული ორგანო ადგენს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებთან და თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, მაშინ ტერიტორიული ორგანო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საპრივატიზებო ფასის ოდენობის და მისი სრულად ან სულ მცირე 20%-ის გადახდის მოთხოვნით. ხოლო თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამ ვადაშივე გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.“
9. მე-4 მუხლის მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
,,161. თუ განმცხადებელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში გადაიხდის გადასახდელი თანხის 50% მაშინ გადასახდელი თანხა სრულად გადახდილად ჩაითვლება და აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ტერიტორიული ორგანო გასცემს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს.“.
10. მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. ერთი განცხადების საფუძველზე რამდენიმე საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ტერიტორიული ორგანო თითოეულ ნაკვეთზე გასცემს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს და საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მიწის ნაკვეთზე დებს იპოთეკის ხელშეკრულებას.“.
11. მე-4 მუხლის 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:
,,211. ტერიტორიული ორგანო ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს უგზავნის ინფორმაციას პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ მიწის ნაკვეთებზე.“.
12. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
,,91. თუ სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვებული პირი სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში გადაიხდის გადასახდელი თანხის 50%-ს, მაშინ გადასახდელი თანხა სრულად გადახდილად ჩაითვლება და აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ტერიტორიული ორგანო გასცემს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს.“.
13. მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საპრივატიზაციო გეგმის, ღია აუქციონის საფუძველზე საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნუსხის შემუშავების, შეთანხმების, დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი“.
14. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საკრებულო მის ტერიტორიულ საზღვრებში არსებული მიწის ფართობების შესახებ სრულ საკადასტრო ინფორმაციას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისაგან. ამ ინფორმაციის საფუძველზე საკრებულო საკადასტრო რუკებზე ახდენს მიწის ნაკვეთების პირობით დაყოფას საპრივატიზებო გეგმაში ასახვის მიზნით. საპრივატიზებო გეგმის დამტკიცების შემდგომ საკრებულო ახორციელებს საპრივატიზებო გეგმაში მოცემული მიწის ნაკვეთების საკადასტრო გეგმების საფუძველზე ნაკვეთების ნატურაში გადატანას (ადგილზე მონიშვნას).
15. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
,,41. სპეციალური და ღია აუქციონის საფუძველზე საპრივატიზებო იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასი, მისი ხარისხის (კარგი/მწირი) გათვალისწინებით, შეადგენს აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგ ოდენობას, ხოლო ღია აუქციონის საფუძველზე საპრივატიზებო ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასი, მისი ხარისხის (კარგი/მწირი) გათვალისწინებით, შეადგენს აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ საპრივატიზებო ფასი მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ მათ საწყის ფასსაც.“.
16. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკრებულო შეიმუშავებს საპრივატიზებო გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება ტერიტორიულ ორგანოს.“.
17. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საპრივატიზებო გეგმის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმის პროექტს საჯაროდ აქვეყნებს შესაბამისი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში.“.
18. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმას შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.“.
19. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია საპრივატიზებო გეგმის შეთანხმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი პასუხი წერილობით აცნობოს ტერიტორიულ ორგანოს 15 სამუშაო დღის ვადაში. დადებითი ან უარყოფითი პასუხის ამ ვადაში არგაგზავნის შემთხვევაში საპრივატიზებო გეგმა შეთანხმებულად ჩაითვლება. უარყოფითი პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. “
20. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. თუ საპრივატიზებო გეგმაში ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული მიწის ნაკვეთებია მოქცეული, მაშინ ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმას ამტკიცებს 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მოქცეული მიწის ნაკვეთების გარეშე, ხოლო აღნიშნულ ნაკვეთებზე გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეშვეობით, დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს მთავრობას.“.
21. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის 91 პუნქტი:
,,91. თუ სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვებული პირი სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში გადაიხდის გადასახდელი თანხის 50%-ს, მაშინ გადასახდელი თანხა სრულად გადახდილად ჩაითვლება და აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ტერიტორიული ორგანო გასცემს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს.“.
22. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმას შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე ვადაში სარეგისტრაციო სამსახურს უგზავნის საპრივატიზებო გეგმაში მოცემულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო ინფორმაციას და განაცხადს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახით სახელმწიფო საკუთრებაში სარეგისტრაციოდ. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ 10 დღის ვადაში სპეციალური აუქციონის საპრივატიზებო გეგმას თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უგზავნის შესაბამის საკრებულოს.“
23. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საპრივატიზებო გეგმაში და ღია აუქციონის გრაფიკში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო სპეციალურ აუქციონის ჩატარების გრაფიკში _ საკრებულოს, მათი მომზადებისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.“.
24. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
25. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიას იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე სპეციალური აუქციონის მოსაწყობად დამტკიცებულ საპრივატიზებო გეგმას წარუდგენენ შესაბამისი საკრებულოები.“.
26. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულო სპეციალური აუქციონის მოწყობამდე 1 თვით ადრე საპრივატიზებო გეგმის საფუძველზე ამტკიცებს აუქციონის ჩატარების გრაფიკს, აქვეყნებს ინფორმაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სპეციალური აუქციონის მოწყობის შესახებ.“.
27. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინფორმაცია განთავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას და ვრცელდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში. განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) საკრებულო (კომისია), რომელიც აწყობს აუქციონს და მისი მისამართი;
ბ) მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანის რიგითობა;
გ) აუქციონის პირობები, ჩატარების დრო და ადგილი;
დ) განაცხადების მიღების, დაწყების და დამთავრების და აუქციონის ჩატარების ვადა;
ე) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი;
ვ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
ზ) მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობა;
თ) მიწის ნაკვეთის ხარისხი (კარგი, მწირი), საწყისი ფასი და გადახდის პირობები;
ი) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემისა და შესაძენი თანხის გადახდისათვის აუცილებელი პროცედურების აღწერა.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები