დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" დამატების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 21/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 30/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.020.11.004.008.819 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.020.11.004.008.819
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №38
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ დამატების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ (სსმ III, 28.06.02 წ., №66, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
დაემატოს 5' მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5'. ორეტაპიანი ტენდერი
1. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა:
ა) შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით;
ბ) შესყიდვის ობიექტია ინტელექტუალური მომსახურება.
2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენ-დერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე.
3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების მიზნით.
4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები