დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025089 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში − ინსტიტუტი).
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის №140 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
1. ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს. |
| მუხლი 3 |
დაევალოს სამინისტროს:
ა) ინსტიტუტის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფს: ა.ა) ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას; ა.ბ) ინსტიტუტში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.გ) ინსტიტუტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება; გ) განახორციელოს ღონისძიებები, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით; დ) შექმნას კომისია, ინსტიტუტში დასაქმებულ თანამშრომელთა სამინისტროს სისტემაში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის განხილვისა და წინადადებების მომზადების მიზნით.
|
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები