დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29-18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016824 |
შეთანხმება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი;
დაინტერესებული არიან რა, რომ ორივე საბაჟო ადმინისტრაციას შორის განავითარონ და გააძლიერონ თანამშრომლობა და საბაჟო სასაქონლო ოპერაციების სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლით ხელი შეუწყონ ორივე ორგანიზაციის ეფექტიანობას; დარწმუნებული არიან რა, რომ საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკური მონაცემთა გაცვლა და აღმოჩენილი სხვაობების მიზეზების გამჟღავნება უზრუნველყოფს არამარტო მხარეებს შორის საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკურ მონაცემთა სანდოობას, არამედ ასევე გაზრდის საბაჟო დარღვევების გამოვლენისა და დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას; შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1.
შეთანხმების მოქმედების სფერო |
მხარეებმა უნდა გაცვალონ საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ რისკების ანალიზისთვის. საჭიროების შემთხვევებში, მონაცემთა გადაცემა ასევე შესაძლებელია საბაჟო ადმინისტრაციაში შემავალი საგადასახადო და სისხლისსამართლებრივი სტრუქტურისთვის (ასეთი სტრუქტურების არსებობის შემთხვევაში).
|
მუხლი 2.
სამართლებრივი საფუძველი |
მონაცემთა გაცვლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმი.
|
მუხლი 3.
შეთანხმების განხორციელება |
ხელშეკრულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები:
- ქართული მხარისათვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. - უნგრული მხარისათვის: უნგრეთის ეროვნული საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია. |
მუხლი 4.
მონაცემთა გაცვლის ფარგლების განსაზღვრება |
ქართული მხრიდან:
უნგრეთის მხრიდან:
მონაცემთა გაცვლის სფერო და სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდები ჩამოთვლილია 1 დანართში. |
მუხლი 5.
მონაცემთა გაცვლის დრო და ფორმატი |
1. მხარეების მიერ შეგროვებული და გადამოწმებული წინამდებარე შეთანხმების 1 დანართით განსაზღვრული მონაცემები მხარეებს გადაეცემა სამ თვეში ერთხელ.
2. მონაცემთა გაცვლის ფორმატია MS Excel ფორმატი, ფაილის დასახელება: xls. |
მუხლი 6.
იდენტიფიცირებული რისკების გაცვლა |
საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზის დროს აღმოჩენილი სხვაობების შემთხვევაში, მხარეები ინფორმაციას გაცვლიან იდენტიფიცირებული რისკების შესახებ სპონტანური დახმარების ფორმით, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად.
|
მუხლი 7.
ურთიერთობების შენარჩუნება |
1. მოქმედი სამუშაო ურთიერთობების საფუძველზე, მხარეები თავიანთი წარმომადგენლების ან დელეგატების მეშვეობით განიხილავენ ნებისმიერ შესაძლო დავას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ან/და წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების ან მათთან დაკავშირებული გარემოებებიდან და ეცდებიან გადალახონ სირთულეები.
2. წინამდებარე შეთანხმების გადასინჯვის მიზნით მხარეები შეხვდებიან შეთანხმების ხელმოწერიდან მესამე წლის ბოლოს, გარდა იმ შეთხვევისა, თუ ისინი წერილობითი ფორმით აცნობებენ ერთმანეთს, რომ შეთანხმების გადასინჯვა არ არის საჭირო. თუმცა, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეთანხმების გადასინჯვა შეიძლება ინიცირებულ იქნეს ნებისმიერ დროს. |
მუხლი 8.
საკომუნიკაციო არხები |
მხარეებს შორის კომუნიკაცია წარიმართება ელექტრონული ფოსტისა და მონაცემთა შიფრირების მეშვეობით. წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართი მოიცავს ინფორმაციას მონაცემთა შიფრირების მეთოდის და ელექტრონული ფოსტის ანგარიშების შესახებ, რომელთა მეშვეობით უნდა მოხდეს მონაცემთა გაცვლა.
|
მუხლი 9.
წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და პირები |
მხარეები წერილობითი ფორმით, 15 დღის განმავლობაში, ერთმანეთს შეატყობინებენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ასეთი სახის ცვლილება არ მოითხოვს მეორე მხარისგან თანხმობას. მე-3 დანართით განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და პირები.
|
მუხლი 10.
შეთანხმების გამოყენება |
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ვალდებულებებს. შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იყოს ციტირებული ან განმარტებული იმგვარად, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ გააბათილოს, შეცვალოს ან გავლენა მოახდინოს ევროკავშირის შეთანხმებიდან გამომდინარე წარმოშობილ ვალდებულებებზე და ევროკავშირის ძირითად და კანონქვემდებარე კანონმდებლობაზე, კერძოდ, უნგრეთის მიერ გაწევრიანების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე.
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზღუდავს მხარეების იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომელთა ხელშემკვრელ მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ. |
მუხლი 11.
ცვლილებები |
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.
|
მუხლი 12.
ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა |
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. დანართები 1, 2 და 3 წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილებს. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 21 აპრილს, ორ დედნად ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
დანართი 1
|
მონაცემთა გაცვლის სფეროს განსაზღვრება და სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდები
მონაცემთა გაცვლის სფერო
|
იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გრაფა ეხება ერთ საბაჟო სასაქონლო ოპერაციას, მაშინ თითო გრაფა უნდა შეესაბამებოდეს გაცვლილი ფაილის ცალკე გრაფებს. სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდები
ოთხნიშნა სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდის პირველი ორი ციფრი არის ის კოდი, რომელიც ეხება საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდს. მომდევნო ორი ნიშანი არის წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდი. თუ მომდევნო ორი ნიშანი არის 00, მაშინ წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაცია არ განხორციელებულა.
ოთხნიშნა სასაქონლო ოპერაციების დამუშავების განმსაზღვრელი კოდის პირველი ორი ციფრი არის ის კოდი, რომელიც ეხება საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდს. მომდევნო ორი ნიშანი არის წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაციის კოდი. თუ მომდევნო ორი ნიშანი არის 00, მაშინ წინა საბაჟო სასაქონლო ოპერაცია არ განხორციელებულა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დანართი 2
|
მონაცემთა გაცვლისათვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშების განსაზღვრება და მონაცემთა შიფრაციის მეთოდი
|
მონაცემთა გაცვლისთვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშებია:
|
მონაცემთა შიფრაციის მეთოდი მოცემულია თანდართულ ფაილში:
GPG4WIN.pdf |
დანართი 3
|
წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და პირები
|
ქართული მხარისათვის:
|
უნგრული მხარისათვის:
მონაცემთა და ინფორმაციის უზრუნველყოფის განყოფილება ინფორმაციის უზრუნველყოფის დეპარტამენტი შეფასებისა და ანალიზის სამმართველო, rii.ee@nav.gov.hu |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები