დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას სპეციალურ აუქციონში გამარჯვებისა და ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 12 სექტემბრის №1-1/989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 28/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.22.024.008.814 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.008.814
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/530
2006 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას სპეციალურ აუქციონში გამარჯვებისა და ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 12 სექტემბრის №1-1/989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას სპეციალურ აუქციონში გამარჯვებისა და ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 12 სექტემბრის №1-1/989 ბრძანებით (სსმ III, 27.09.2005, №113, მუხ. 1247) დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის“ ტიპურ ფორმაში ოქმის საჯარო რეესტრში წარგენასთან დაკავშირებული აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოქმის ორი ასლი გადაეცემა მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების შემძენს, რომელთაგან ერთი ასლი მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების შემძენმა მისი გაცემიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საჯარო რეესტრს“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები