დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016900 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: 1. მე-2 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა ნავთობისა და გაზისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლის.“. ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებით, ასევე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;“; ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტის მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიების, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) დადგენილი პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების) გაუქმების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების გამცემს;“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი: „დ2) წიაღით სარგებლობის კონტროლის სამსახური;“. 4. 73 მუხლის: ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნას „გ“ ქვეპუნქტი; ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები.“ 5. 78 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 79 მუხლი: „მუხლი 79. დეპარტამენტის წიაღით სარგებლობის კონტროლის სამსახური დეპარტამენტის წიაღით სარგებლობის კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ა) წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის, წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების შესრულების კონტროლი; ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა; ე) წიაღით სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ვ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი; თ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება; კ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება; ლ) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება; მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; რ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; ს) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება .“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები