„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016678
10
04/06/2025
ვებგვერდი, 05/06/2025
010250020.35.162.016678
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2025 წლის 4 ივნისი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/05/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016578) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი