„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016677
9
04/06/2025
ვებგვერდი, 05/06/2025
010250020.35.162.016677
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2025 წლის 4 ივნისი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც  სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საკრებულო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის დაცვის სფეროში.“.

2. 171 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის (მათ შორის, თანამდებობის პირების) შვებულებისა და სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების თაობაზე  საკრებულო.

4. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება მოწვეულ იქნეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი