დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 27/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.008.808 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.808
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №627
2006 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში, სამინისტროს მიერ დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომების გამოსწორების მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ გულრიფშის №10 საჯარო სკოლას, ნაცვლად მითითებული დაწყებითი საფეხურისა, მიეთითოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| №9 | გულრიფშის №10 სკოლა | დაბა ჩხოროწყუ, სტალინის ქ. №5 | დაწ-საბ-საშ |
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას, ნაცვლად მითითებული დაწყებითი საფეხურისა, მიეთითოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| №12 | აფხაზეთის №3 სკოლა | თბილისი, თბილისის ზღვა, ყოფილი პროფკავშირების სასწავლო ცენტრი | დაწ-საბ-საშ |
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას, ნაცვლად მითითებული დაწყებითი საფეხურისა, მიეთითოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| №16 | აფხაზეთის №7 სკოლა | სენაკი, ყოფილი სამხედრო დასახლების სკოლის შენობა | დაწ-საბ-საშ |
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ აფხაზეთის №16 საჯარო სკოლას, ნაცვლად მითითებული დაწყებითი საფეხურისა, მიეთითოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| №24 | აფხაზეთის №16 სკოლა | ზუგდიდის რაიონის, სოფ. ქვემო ორსანტია | დაწ-საბ-საშ |
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ აფხაზეთის №21 საჯარო სკოლას, ნაცვლად მითითებული დაწყებითი-საბაზო საფეხურისა, მიეთითოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| №29 | აფხაზეთის №21 სკოლა | ქ. ფოთი, ტაბიძის ქ.№12 | დაწ-საბ-საშ |
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები