დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016579 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილების (www.matsne.gov.ge 16/05/2025, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016577) დანართის მე-5 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 1. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სასკოლო ასაკის (პირველკლასელთა გარდა) შშმ ბავშვთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას უნაღდო ანგარიშსწორებით, კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. 2. პროგრამა გათვლილია 35 ბავშვზე, 85-დღიან სასწავლო პერიოდზე (2024-2025 სასწავლო წელი 10 სასწავლო დღე, 2025 წლის 1 ივნისი -13 ივნისი, 2025-2026 სასწავლო წლის 15 სექტემბერი – 30 დეკემბერი 75 სასწავლო დღე) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს 6 ლარს. 3. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1-ლი ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები