„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016578
9
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
190020020.35.104.016578
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2025 წლის 30 მაისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2024, სარეგ.კოდი 190020020.35.104.016566) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ.ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

დაფინანსება
 ათას ლარში

06 02 15

20.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1. პროგრამა  ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ სასკოლო ასაკის (პირველკლასელთა გარდა) შშმ ბავშვთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას უნაღდო ანგარიშსწორებით, კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.

2. პროგრამა გათვლილია  35  ბავშვზე, 85-დღიან სასწავლო პერიოდზე (2024-2025 სასწავლო  წელი 10 სასწავლი დღე,  2025 წლის 1 ივნისი -13 ივნისი,   2025-2026 სასწავლო წლის  15 სექტემბერი- 30 დეკემბერი 75 სასწავლო დღე) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს  6 ლარს.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

შშმ ბავშვების ძირითად საჭიროებათა დაკმაყოფილება.

“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია