დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.025081 |
|
„ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/03/2025, 010220020.10.003.024961) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოების საკითხებზე უწყებებს შორის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: 1. სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი. 7. საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი. 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – საბჭოს წევრი. 9. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი. 10. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი. 11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე – საბჭოს წევრი. 12. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი. 13. საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ვიცე-პრეზიდენტი − საბჭოს წევრი. 14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2024 – 2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №308 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
„ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების სრულყოფისა და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. 2. „ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საბჭოს მიზნებს, ამოცანებს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 2. საბჭოს მიზნები, ამოცანები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს მიზანია: ა) ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაზე პასუხისმგებელი უწყებების, სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და შეფასება. 2. საბჭოს ამოცანებია: ა) საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება, შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი მონიტორინგი; გ) წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; დ) სტატისტიკის მწარმოებელი უწყებების ინფორმირება ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და სიახლეების თაობაზე. 3. საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით; გ) განიხილოს ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიის ფორმირებასთან, პირველადი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და დაცვის ორგანიზებასთან, ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირებასთან, გავრცელებასა და წარდგენასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; დ) შექმნას უწყებათაშორისი ტექნიკური დონის სამუშაო/თემატური ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი); ე) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით. 4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა. მუხლი 3. საბჭოს საქმიანობა და მისი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომის დღის წესრიგს. 3. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 4. საბჭოს სხდომა ტარდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ და/ან საჭიროების შემთხვევაში. 5. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი. 6. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს. 7. საბჭოს სამდივნო ტექნიკურად უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუშაობას, ორგანიზებას უწევს პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელების მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების პროცესს, სამუშაო ჯგუფ(ებ)ს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი შედეგების შესახებ. 8. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას. 9. საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 10. საბჭოს წევრებს წინასწარ ეგზავნებათ საბჭოს სხდომის დღის წესრიგი. 11. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. მუხლი 4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები/უფლებამოსილი პირი და მდივანი. მუხლი 5. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები