„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025076
184
30/05/2025
ვებგვერდი, 30/05/2025
300160070.10.003.025076
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2025 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017599) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ  წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.“.

2.  81 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფორმაცია გადამზიდველის მფლობელობაში არსებულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან (ავტობუსი, მინივენი) დაკავშირებით (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები), რომელიც ჩართულია საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამზიდველი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს  წარუდგინოს შესაბამის მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოში არსებულ საწყის, ბოლო და შუალედური გაჩერების პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებთან. აღნიშნულ მარშრუტზე წარმოდგენილი გადამზიდველის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მძღოლების რაოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მარშრუტისა და განრიგის შესაბამისი რეისების შესასრულებლად. ეს პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.“.

3. 82 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქალაქებს (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენოს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და:

ზ.ა) მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი; ან

ზ.ბ) ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა;“.

4. მე-11 მუხლის:

ა)   მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე  პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/მინივენის შესახებ, რომელიც, ნებართვის სახეობის გათვალისწინებით, ჩართულია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;

ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა ავტობუსის/მინივენის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;

დ)  გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

ე) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მხოლოდ საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე, 2026 წლის 1 იანვრამდე, ვრცელდება ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“, „ე“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში;

ბ) „გ“, „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში.

5. საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 8​1-82 მუხლები გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე