,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016463
9
30/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010250020.35.103.016463
,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2025 წლის 30 მაისი

დაბა მესტია

 

,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის  №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016401) შეტანილ იქნეს ცვლილება.
1. დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის   და საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმს ადგენს  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის  სამსახური შესაბამისი   უფლებამოსილების  სფეროს  შესაბამისად.“;

 

2. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,დანართი №2

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის  ოქმის წარმოების, გამოყენებისა

და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი

მუხლი 1

1. წესის რეგულირების საგანი

ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის №223 ბრძანების, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240-ე და 240​1 მუხლების, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4  მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად

ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 125-ე მუხლის მე-8 და მე-14 მე-16 ნაწილებით,  1341, 135-ე, 1461, 148-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე-1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  1512, 152-ე, 1522, 1525–1529, 153და 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით,  „ნარჩენების მართვის კოდექსის“47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და „საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურს;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებულ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“.’’;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465,466, 1728 და 1729 მუხლებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურს.

მუხლი 2

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იბეჭდება სტამბური წესით (დანართი №1), ოქმის ფორმა მზადდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთის  საფუძველზე.

2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  240-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება

1. მესტიის  მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის №223  ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს მესტიის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში

3. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებში.

მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსება და წარმოება

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულნი (მათი არსებობის შემთხვევაში).

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.

7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო  დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

 მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2.   გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში

3.   გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე