„დუშეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016551
17
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010250050.35.152.016551
„დუშეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 30 მაისი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/12/2024,    010250050.35.152.016530). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში  პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“

ა) მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 6. მომსახურების მიმღები პირების პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები და პრიორიტეტები:

1.პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებია:

ა) პროგრამით მოსარგებლეა 18 წელს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია და ცხოვრობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდება დუშეთის მუნიციპალიტეტი;

ბ) პროგრამით მოსარგებლეა პირი, რომელსაც უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

2. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია შემდეგი თანმიმდევრობით:

2.1. წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;

2.2. მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია (მომლოდინეთა სია).

2.3. ყველა დანარჩენი შემთხვევებისთვის:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია 150 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით;

ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსი;

დ) მარტოხელა პენსიონერობა (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);

ე) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი პირი) წევრობა;

ვ) უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ 50 და მეტი შეფასების საერთო ქულის მინიჭება;

ზ) ერთდროულად ორი და მეტი პრიორიტეტის დაკმაყოფილება ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით; „

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „1.5.“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „2.3..“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის  დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობის შემთხვევაში:

ა) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ;

ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის დასადასტურებლად;

ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შვილების დაბადების მოწმობების ასლები.“

გ) მე-7 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს, მერია აცნობებს სერვისის მაძიებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული), გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც 1 თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით.

დ) მე-7 მუხლის მესამე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დუშეთის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ.  მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მომსახურების მაძიებელს დამატებით ეგზავნება მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია;“   

ე) მე-7 მუხლის მეოთხე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილი იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „2.3.“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით. “

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია (შემდგომ „კომისია“), რომელიც ახორციელებს პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და პროგრამით დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.“

ზ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოიცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.“

თ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით ეცნობება მომსახურების მაძიებელს, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მას ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.“

ი) მე-10 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში. “

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური