დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016548 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/12/2024. 010250050.35.152.016529). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2025 წლის პროგრამების და პროგრამებში მონაწილეობის წესების“:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტების მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა;“; ბ) მე-10 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტების მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა“ გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ პუნქტი: „51. მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 300 (სამასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტები.“; დ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ამავე მუხლის 51 პუნქტის შემთხვევაში მითითებული იქნება ბენეფიციარისთვის პალიატიური ზრუნვის საჭიროება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები