„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/8
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.111.016627
5/8
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010250040.35.111.016627
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №5/8

2025 წლის 30 მაისი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 01/02/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.111.016507) და დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“.

2. რეგლამენტის XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„თავი XVIII .  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.“.

3. რეგლამენტის 147-ე მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 147

ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“.

4. რეგლამენტის 148-ე მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 148

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საბჭოს  სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და  ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ)   საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

გ) ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

დ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის, ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით;

ე) ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

ვ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების, ბავშვის უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ზ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის,  ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

თ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის,  ბავშვის უფლებების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი)  ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის,  ბავშვის უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;

ლ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქალაქ ფოთის   მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარსადგენად;

მ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის,  ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი;

 ბ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის,  ბავშვის უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

5. რეგლამენტის 149-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 149

 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა