,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

  • Word
,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 30/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.008.795
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/525
14/06/2006
სსმ, 88, 30/06/2006
300.180.000.22.024.008.795
,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/06/2006 - 24/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.008.795

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/525

2006 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესი“ (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ფორმა“ (დანართი №2).

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

                                                                                                               დანართი №1

ტექნიკური რეგლამენტი დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესი

1. გამოყენების სფერო

1. ეს წესი შემუშავებულია ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის (შემდგომში – ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი) ფორმას და მისი დატანისადმი მოთხოვნებს.

2. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი განკუთვნილია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს ინფორმაცია გაზომვის საშუალებების დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობის შესახებ.

3. ამ წესის გამოყენება სავალდებულოა მეტროლოგიის სფეროში მონაწილე ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2. ზოგადი დებულებები

1. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის გამოსახულება გამოიყენება ,,სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ ან აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ გაზომვის საშუალებებზე და (ან) მათ თანმხლებ საექსპლუატაციო დოკუმენტებზე აღნიშვნისათვის.

2. გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის საშუალებაზე ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის დატანა.

3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანება თითოეულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე.

4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაკანონებულ გაზომვის საშუალებებზე დატანილი უნდა იქნეს გამოსაჩენ ადგილას, უნდა იყოს მკაფიო და არ იშლებოდეს.

5. დაუშვებელია დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება ან დამოწმების აღიარება, თუ მასზე არ არის დატანილი ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი.

6. უკვე ხმარებაში არსებულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებებზე ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანება მისი პირველადი ან პერიოდული დამოწმების დროს.

3. ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები

1. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ზომებმა შეუიარაღებული თვალით უნდა უზრუნველყონ მისი ელემენტების სიმკვეთრე და გარჩევა ნახაზზე დადგენილი პროპორციების შენარჩუნებით.

2. ტიპის დამტკიცების ეროვნულ ნიშანს უნდა ჰქონდეს გამოსახულებითი განსხვავება, რომელიც გამორიცხავს მის სრულ მსგავსებას ნიშნებთან, რომელთა გამოყენებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი გამოიყენება ფერადი ვარიანტით.

4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი კეთდება სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხით ან სპეციალურად დამზადებული დამღის საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მკაფიო და ნათელ გამოსახულებას გაზომვის საშუალებების ვარგისიანობის მთელი ვადის განმავლობაში.

5. დიამეტრის ნომინალური ზომები საჭიროა შეირჩეს: 50; 60; 100 მმ პარამეტრული რიგის შესაბამისად.

4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის აღწერა

ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის (სიმაღლით 100 მმ) მონახაზი და წყობის წესი უნდა შეესაბამებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის დანართი 2-ით დამტკიცებულ ნიმუშზე აღნიშნულს.

 

 

დანართი №2

დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ფორმა