„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016798
25
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010260020.35.137.016798
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2025 წლის 30 მაისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისშესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, დებულების დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014 010260020.35.137.016121) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ტურიზმის, სპორტის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილების (შემდგომში – განყოფილება) საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის  უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლითა და განყოფილების უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობას ახორციელებს სამსახურის უფროსი ან განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ტურიზმის, სპორტის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-4 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლას და მათი უფლებების და ინტერესების დაცვას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის გატარების მიზნით;“

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-4 მუხლის „კ“ და „ლ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საერთაშორისო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ადიგენის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

ლ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას და მათ განხორციელებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი